"ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, დავით კეზერაშვილი მიხედავს საკუთარ თავს, მით უმეტეს, თუ საზღვარგარეთ რაიმე გამოძიება იწარმოებს, ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერს გაეცემა პასუხი.  –  ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

"დარწმუნებული ვარ, თუ რომელიმე ქვეყანაში რაიმე საქმის წარმოება დაიწყება, კეზერაშვილი ყველაფერს გასცემს პასუხს. ასევე, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ იმ სქემაში ნახსენები ადამიანები საქართველოში დღეს არიან „ქართული ოცნების“ ბიზნესს მოკავშირეები, სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევიან და საქართველოშიც გადაადგილდებიან აბსოლუტურად თავისუფლად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ესენი არიან მგელაძე და ბენიამინი, რომლებსაც ბიზნესები აქვს საქართველოში, კალაძის მერიის გვერდით ოფისები აქვს. მაგალითად, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, ამ ქვეყანაში რომ ტრანსნაციონალური დანაშაული მექად აქცია ბიძინა ივანიშვილმა, უჩა მამაცაშვილმა და გრიგოლ ლილუაშვილმა. რაიმე გამოძიება თუ იარსებებს, იმას პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს და გაეცემა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, BBC აქვეყნებს გამოძიებას ევროპელი პენსიონერების გაძარცვაზე, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად დავით კეზერაშვილია დასახელებული

ეთერში გასული გამოძიების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელმა დავით კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: დავით კეზერაშვილი: არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან