„პუტინს, ეს ფრენები სჭირდება, სანქცირებული შავი ფულის - "ქეშის", სანქცირებული ოქროსა და სამხედრო დანიშნულების ჩიპების სამოძრაოდ, გადასატანად ... მოსკოვი - თბილისი ავტომობილით რამდენიმე დღე და ხიფათია, რომ არ იწვალონ, ასე პირდაპირ შემოიტანენ ნებისმიერ ვალუტას, ოქროს და აქ დაფუძნებული კომპანიებით, ინდივიდუალური მეწარმეებით, ფიზიკური პირებით იოლად "გაათეთრებენ" ..." - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ამ კორუფციულ მაფიაში, გათვალისწინებული იქნება რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და სუსის უფროსი ლილუაშვილი (ვინც უნდა უზრუნველყოს საზღვარზე პრობლემების, შემოწმების გარეშე "ტვირთის" შემოტანა - გატანა).
ყველა, ეკონომიკურ-ფინანსურ პირობას უქმნის, „რუსული პარტია“, პუტინს უკრაინაში ომისთვის და საქართველოს ოკუპაციისთვის.
ამ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ დროს, ყველა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმიანობით უნდა დავკავდეთ და ვიბრძოლოთ დაუღლელად, შეუპოვრად. ვერ უნდა მოახერხოს რუსმა ოლიგარქმა, რომ სხვა მისთვის სასურველი თემები მოახვიოს საზოგადოებას თავს ...
ურთულესი, მაგრამ დაძლევადი ამოცანა გვაქვს. მოქმედება და მხოლოდ მოქმედება.“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.