„თუ რაიმე პოლიტიკურ პრობლემას ხედავს კონკრეტული ადამიანი, ამისთვის არის 2024 წლის არჩევნები და უნიკალური შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ ხელისუფლება. ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებს უფრო მეტი საფიქრალი უნდა ჰქონდეთ ხალხის პრობლემებზე და არა იმ თემებზე, რომელიც საინტერესოა ხელისუფლებისთვის, რომ იყოს განხილვის საგანი.“-  განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

“ჩემი აზრით ეს კონკრეტული ერთი ადამიანის პრობლემაა ამ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის პრობლემები სხვა თემებს უკავშირდება, როგორიც არის გაზრდილი ფასები, გაძვირებული ცხოვრება და თუ რაიმე პოლიტიკურ პრობლემას ხედავს კონკრეტული ადამიანი, ამისთვის არის 2024 წლის არჩევნები და უნიკალური შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ ხელისუფლება. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი საფიქრალი, მათ შორის პოლიტიკოსებს, უნდა ჰქონდეთ ხალხის პრობლემებზე და არა იმ თემებზე, რომელიც საინტერესოა ხელისუფლებისთვის, რომ იყოს განხილვის საგანი.“ - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაზე, აჭარიდან ანსამბლი „ფესვების“ არ გამოშვებასთან დაკავშირებით.