"მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საწვავზე ფასი რომ იზრდება ეს პრობლემა არ ყოფილა და არის მოგონილი პრობლემა. ახლა უკვე მოქალაქეების შემდეგ მცირე მეწარმეებს და ბიზნესს გასცეს პასუხი - საწვავზე რომ გაზრდილია ფასები და ლარი და 65 ღირს საქართველომდე და საქართველოში სამი ლარი და უფრო მეტი, მეწარმეებისთვის და ბიზნესისთვის არის დამატებითი პრობლემა." – ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ამ ადამიანებისთვისაც ძვირდება საწვავი და შემდეგ ბიზნესს და მეწარმეებს უწევთ იმ სერვისის გაძვირება, რომელსაც მოქალაქეებს აძლევენ, ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ყოველდღიური პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მცირე მეწარმეებისთვის და ვალდებულია ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე ამ ადამიანებს, ბიზნესმენებს, მცირე მეწარმეებს, საქართველოს მოქალაქეებს გასცეს პასუხი რატომ გაძვირდა საწვავი და როგორ ხდება, რომ ორჯერ არის გაძვირებული საქართველომდე მოსული საწვავი უკვე საქართველოში.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა