„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება.
„უტიფრობის და უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითია. თურმე ჩვენ გარწმუნებთ გამდიდრებულ ხალხს, რომ სიღარიბეა ქვეყანაში.
ივანიშვილის პარტიას არ აინტერესებს ხალხის პრობლემები! 2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა - ერთად შევცვალოთ.“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძის თქმით, ნაცმოძრაობამ" იმისთვის, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, გაჭირვებაში ცხოვრობთ და ჩვენ თქვენზე ვზრუნავთო, სოციალურ ქსელებში რეკლამაში ასი ათასობით დოლარი დახარჯა