ლევან ბერძენიშვილზე, დღეს განხორციელებულ ძალადობრივ ინციდენტს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და მოუწოდებს სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე.
ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით.
მოვუწოდებ სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე" - წერს ლევან იოსელიანი".
"ტაბულას" ჟურნალისტის, ცისია კირვალიძის ინფორმაციით, ჭავჭავაძეზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდა ბიჭმა ბერძენიშვილს კვერცხები ესროლა.
"5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს - ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მონა ეძახა", - წერს ცისია კირვალიძე.