ის შეცდომა, რომელიც ენმ-ის ახალმა მენეჯმენტმა თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ დაუშვა, დიდი ალბათობით, არჩევნების გზით იქნება გამოსწორებული - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ის ვითარება, რაც შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ირგვლივ, ნორმალურად ნამდვილად არ მიმაჩნია და ის შეცდომა, ამას პირდაპირ ვამბობ, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, რომელიც თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ დაუშვა ენმ-ის ახალმა მენეჯმენტმა, იქნება გამოსწორებული, დიდი იმედი მაქვს ამისი. ეს იქნება ახალი არჩევნები, ახალი ყრილობის ჩატარება, სტატუს-კვოს აღდგენა თუ ა.შ... სხვა გზას ამ ჩიხიდან გამოსასვლელს მე ვერ ვხედავ“- აღნიშნა კობა ნაყოფიამ.