.ჩემო საქართველო, დამდეგ ახალ წელს გილოცავ!ბოროტების დამარცხება, ტერიტორიული მთლიaნობის აღდგენა და ღირსეული თავისუფლება დაგბედებოდეს ჩემო საქართველო - ამის შესახებ "ნაციოანლური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.

"როცა უკრაინაში დავბრუნდი, მაიდანზე უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული დათო ყიფიანის მემორიალი მოვინახულე და დათოს პირობა მივეცი, რომ მის ბრძოლას გავაგრძელებდი. ათიოდე ნაბიჯის შემდეეგ თითქოს ჩემი და დათოს უტყვი საუბრის დასტურად ორი მტრედი მოფრინდა ...მტრედებსაც იგივე გავუმეორე, რომ ბოროტებასთან თანაცხოვრებაში მყოფი მშვიდობა სიბილწეა,რომ ნამდვილი მშვიდობა მხოლოდ ბოროტებაზე გამარჯვებით მიიღწევა,რომ ნამდვილი მშვიდობა მხოლოდ ბოროტის ძლევას მოაქვს, რომ ჭეშმარიტი მშვიდობა თავისუფლებაშია.შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დამეთანხმნენ...ჩემო საქართველო, დამდეგ ახალ წელს გილოცავ!ბოროტების დამარცხება, ტერიტორიული მთლიaნობის აღდგენა და ღირსეული თავისუფლება დაგბედებოდეს ჩემო საქართველო.#თავისუფლებამიშას

-წერს კობა ხაბაზი.