ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ამის ლეგიტიმაციაც არის იმ დონეზე, რომ მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს, რომ გვირაბიც კი გათხაროს „ვივამედიდან“ გასაქცევად და ლობისტების დაქირავებაში სააკაშვილს ვერ გავამტყუნებ, თუ მას წმინდანობას არ მოსთხოვთ. მე რას გავაკეთებდი, ალბათ ეს კონკრეტულ მომემტზეა დამოკიდებული. ის, რომ ადამიანი ციხიდან თავის დასაღწევად ყველაფრის გაკეთებას ცდილობს, ეს ლეგიტიმურია. მეორე საკითხია, ქვეყნის ინტერესების ძირგამოთხრა და ა.შ. რასაც სააკაშვილი უფრო მეტად აკეთებდა, როცა ხელისუფლებაში იყო და, ზოგადად, სამწუხაროდ, ამას ის აკეთებს, ვინც ხელისუფლებაშია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.