მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს.

 საპარლამენტო უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.

სარჩელს სასამართლოზე ,,ქართული ოცნების“ ოთხი დეპუტატი წარადგენს.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, აუცილებელია ქვეყანა დაცული იყოს ისეთი პარტიებისგან, რომელთა მიზანი არეულობა, დესტრუქცია, დესტაბილიზაცია და ქვეყნის წეს-წყობილების ნგრევაა.

 ოპოზიციურ პარტიებს კი, ერთიანი პოზიცია არ აქვთ. თამარ ჩერგოლეიშვილი გარეთ აპირებს ყოფნას, ნიკა გვარამია დარბაზში, სააკაშვილის და გახარიას პარტიები ჯერ არ ჩამოყალიბებულან, "ლელომ" თავიდანვე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იურისტების გუნდთან ერთად მივა.