"გული მწყდება პოლიტიკური მეგობრების გვერდზე გადგომაზე,მაგრამ ემოციებზე ვერ იცხოვრებს ქვეყანა",-ამგვარად გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ეკა ბესელიას მიერ "ქართული ოცნების" დატოვებას.
„ქართული ოცნების" რღვევას ნამდვილად არ ველოდები. შეიძლება, ეს ბევრის სურვილი იყოს, მაგრამ ეს არ მოხდება საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნება არ არის თვითმიზანი, მით უმეტეს ახლა როცა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელებულია. "ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნა მიღებული, მე გული მწყდება არა საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაზე, არამედ ჩემი პოლიტიკური მეგობრების გვერდზე გადგომაზე, მე მათთან ერთად ბევრი პოლიტიკური ბრძოლები მაქვს გავლილი. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ემოციებზე ვერ იცხოვრებს ქვეყანა. "ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი სტაბილურობა, სწორედ ამის ნაწილია პოლიტიკისგან დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა ქვეყანაში. ამიტომ უნდა გავთავისუფლდეთ პოლიტიკური ემოციებისაგან და გადავიდეთ სამართლებრივ რეჟიმში,“-ამბობს დიმიტრი ხუნდაძე "კურიერთან".