დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა! - ასე ეხმიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის სავარაუდოდ პირადი მიზნებისთვის გამოყენებას.
"დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა!
საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი...
თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა - იმპიჩმენტი ღარიბაშვილს!" წერს მამუკა ხაზარაძე
შეგახსენებთ, რომ ნოდარ მელაძის გადაცემაში, ნათქვამია, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.




