ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.
პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსზე“ მესამე მოსმენით მსჯელობდნენ, თუმცა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე კითხვას ეროვნული ბანკისა და ოთარ ფარცხალაძის საკითხზე სვამდნენ.
მათ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიკროფონი გამოურთო და მოუწოდა, კითხვები განსახილველ საკითხზე დასვან.
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ხათუნა სამნიძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს შორის, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურმა ხათუნა სამნიძეს სხდომა დაატოვებინა.