მე ყოველთვის ვიყავი დაბალი ბარიერის მომხრე, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს და არც ექნება ბარიერის პრობლემა. - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში:
"დღეს ბარიერის თემამ წამოიწია. ჩემი აზრით, ბარიერის დაწევას საკმარისი ყურადღება არ დავუთმეთ.
მე ყოველთვის ვიყავი დაბალი ბარიერის მომხრე, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს და არც ექნება ბარიერის პრობლემა.
ამ მოცემულობით მხოლოდ ორი პარტია გადალახავს ბარიერს, ბლოკები არ არის და მხოლოდ სიაში უნდა შეხვიდე, რომ პარლამენტში მოხვდე. პირადად მე ბუნებრივი ბარიერის მომხრე ვარ".