ერთი სავარაუდო სახელი არაფორმალურად დავტესტეთ პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებში და კრიტიკის ქარცეცხლი დაგვაყარეს. დავრწმუნდით, რომ სწორს გვეუბნებოდნენ - ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე თავის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დღეს ხატია დეკანოიძესთან ერთად პოლიტიკური ჯგუფი შექმნა:
დღეს მე და ხატია დეკანოიძემ პარლამენტში შევქმენით პოლიტიკური ჯგუფი (ფაქტობრივად, ფრაქცია), რაც მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, გამოვიყენოთ საპარლამენტო ბერკეტები. ჩვენ ყოველთვის ვიყავით თანმიმდევრულები პარლამენტის როლთან დაკავშირებით. ის ორგანიზაციული და პოლიტიკური ბერკეტები, რაც პოლიტიკურ ჯგუფს აქვს, ცოტათი უფრო გაგვაძლიერებს ჩვენს საქმიანობაში.
სახელის შერჩევის პროცესში ვართ და დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ წაგვეშველებით:)
ერთი სავარაუდო სახელი არაფორმალურად დავტესტეთ პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებში და კრიტიკის ქარცეცხლი დაგვაყარეს. დავრწმუნდით, რომ სწორს გვეუბნებოდნენ" - წერს რომან გოცირიძე.