"ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. უახლოეს ორ კვირაში ანალიზის ნაწილი იქნება, შემდეგ რეკომენდაცია და ბოლო ერთი სიტყვაა მთავარი იმ რეკომენდაციაში, რომელმაც შეიძლება, სივრცე დაუტოვოს ლიდერებს, დეკემბერში მიიღონ გადაწყვეტილება. პოზიტიური მოლოდინი მაქვს, ჩემი მანდატის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს. ამით თუ ვინმე და რამე გაძლიერდება, ეს იქნება საქართველოს სახელმწიფო“ - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, პოზიტიური მოლოდინი აქვს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ასევე განმარტა, რომ სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

„არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და, ხშირ შემთხვევაში, ეს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება დაბნეულობაა. არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაც, ადამიანების შიშებიც ლეგიტიმურია. არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე არაფერი მითქვამს ახალი, ისეთი,  რაც არ ჩანს ღია დისკუსიებში. კარგი იქნებოდა, თუ ერთიანი მძლავრი გზავნილი იქნებოდა. შესაძლებელია, რეზოლუცია დავარეგისტრიროთ, შესაძლებელია, წერილს მოვაწეროთ ხელი, მაგრამ ის, რომ არსებობს შიში, რადგან შესაძლებელია, ამან „ქართული ოცნება“ გააძლიეროს, ესეც ლეგიტიმურია, რასაც ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი ღიად ამბობს. მაგალითად, „ევროპული საქართველო“ ამას ძალიან დიდი ხანია, ამბობს და ასეთი დისკუსიები სოციალურ ქსელში არსებობს.

მნიშვნელოვანია ერთიანი გზავნილი, მე კვლავ ამ აზრზე დავრჩები. სტატუსის გადავადება არ შეძლება. არც განვიხილავ, რომ უნდა გადავავადოთ. შიდა არჩევნებია ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მალე არის ევროპარლამენტის არჩევნები და საქართველოზე ერთი აზრი მაინც არ არის. ამ გაფართოების ტალღაში თუ არ აღმოვჩნდებით, შეიძლება კოსოვოსთან ერთად, ერთ კალათაში აღმოვჩნდეთ. საქართველო არის რუსეთის პირისპირ და დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსის მიღება „ქართულ ოცნებას“ კი არ გააძლიერებს, პირიქით, გაცილებით მეტ პირობებს დაუთქვამენ. ახლა სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია და ყველამ ეს უნდა თქვას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.