„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტზე ვეტო-ს დაძლევა ნიშნავს კანდიდატის სტატუსის მიღების კონკრეტულ გზაზე ძალიან სერიოზულ შეფერხებას, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„[პრეზიდენტის] ვეტო იყო აუცილებელი. [„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტზე] ვეტო-ს დაძლევა ნიშნავს კანდიდატის სტატუსის მიღების კონკრეტულ გზაზე ძალიან სერიოზულ შეფერხებას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შეკრების, სიტყვის თავისუფლების და მანიფესტაციების შეზღუდვა ჯდება ზუსტად „ქართული ოცნების“ ამ ძალიან მძიმე პროპაგანდაში“, - აღნიშნა დეკანოიძემ.