როცა დიქტატორები არ მიდიან საკუთარი ნებით, ადამიანებს რჩებათ არჩევანი - აჯანყდნენ, ამ კონტექსტში ვახსენე სიტყვა "რევოლუცია", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა კითხვაზე, რატომ ახსენა სიტყვა "რევოლუცია".
"დღეს პარლამენტში კითხვა იყო ჟურნალისტის და სავსებით ლოგიკური იყო დათო არახამიას განცხდებაც იმ კონტექსტში, რომ მართალია, სადაც გუშინ მისგან იღებდნენ ინტერვიუს, ეს არის ზუსტად ის ადგილი, რომელიც ეკუთვნოდა იანუკოვიჩს, რომელიც იყო ადამიანი, ვინც მოვიდა პროდასავლური ინტერესების გატარებით და შემდეგ როგორც დაასრულა, ყველას კარგად გვახსოვს... ეს ჩემი ნათქვამია იმ კუთხით, რომ თუ დიქტატორები არ მიდიან მშვიდობიანად და არ აბარებენ ხელისუფლებას მშვიდობიანად, არ ხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანსფერი და ზოგადად აღარ ტარდება არჩევნები. ჩვენ ამ პროცესში შევდივართ, რომ ყველას არჩევების პროცესის მიმართ აქვს უნდობლობა. როდესაც დიქტაორები არ მიდიან საკუთარი ნებით და ეცლებათ ყოვლგვარი ლეგიტიმაცია, რომ საკუთარი ნება დააფიქსირონ და შემდეგ საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ, მე ვსაუბრობ ევროატლანტიკურ არჩევანზე, რასაც ახლა გვართმევს ქართული ოცნება, ადამიანებს რჩებათ არჩევანი, რომ აჯანყდნენ და რეალურად გამოხატონ პროტესტი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.