ბ ნი ზარქუა ასე იმიტომ ლაპარაკობს, რომ ფბ მისი “ფრანგულით” აივსოს და ჩვენ გავაზიაროთ.
მეტი დატვირთვა მის კომენატრებს არ აქვს.- ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზარქუას დღევანდელ განცხადებას.
ამ სწორმა პრაგმატულმა, ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რასაც ატარებს ღარიბაშვილის მთავრობა, მოგვცა შესაძლებლობა გავზარდოთ მიმდინარე წლის ბიუჯეტი. გაურკვეველია, რატომ არ აწერს ხელს პრეზიდენტი 2023 წლის კორექტირებულ ბიუჯეტს. ეს არის ნონსენსი, ასეთი არ მომხდარა. როგორც ფრანგები იტყვიან Cette dame est devenue folle (ეს ქალბატონი გაგიჟდა. რედ.) - გაგიჟდა პრეზიდენტი." - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.