არ ვიქნები მართალი გითხრათ, რომ კონკრეტულად რაიმე პოლიტიკურ ჩარჩოზე გვისაუბრია, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ რომ ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვექნება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ნიკა მელიასთან მის შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიკა მელიასთნ კომუნიკაცია მას არცერთ ეტაპზე არ შეუწყვეტია და მასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

„მე ნიკასთან კომუნიკაცია არ გამიწყვეტია ნამდვილად, მაშინაც კი, როდესაც მე პარტიიდან წამოვედი, მაშინაც კი, როცა ამ არჩევნებმა ჩაიარა, იგივე პოლიტსაბჭოს დანიშვნის შემდეგ და ა.შ. ამიტომ მე ნიკასთან ეს კომუნიკაცია მუდმივად მაქვს და, რა თქმა უნდა, ნიკასთან თანამშრომლობა არასდროს, საჯაროდ თუ ღიად, არ გამომირიცხავს. არ ვიქნები მართალი გითხრათ, რომ კონკრეტულად რაიმე პოლიტიკურ ჩარჩოზე გვისაუბრია, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ რომ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვექნება. ბატონ რომანთან  დაკავშირებით ვერ გეტყვით, ეს მისი ინდივიდუალური გადასაწყვეტია, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ კომუნიკაცია და რაღაც საუბარი მასაც ექნება “ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით დეკანოიძემ განაცხადა, რომ ალტერნატიული „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ უნდა შეიქმნას:

„ალტერნატიული „ნაციონალური მოძრაობა“ შეიქმნება თუ არა, მე, რა თქმა უნდა, ნიკას ნაცვლად ამისი თქმა გამიჭირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ უნდა შეიქმნას. კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩამოკიდებული იქნება ერთი ადამიანის და ერთი ბელადის ყალიბზე, ვერ იქნება ისეთი პოპულარული, თუნდაც ახალგაზრდებში, როგორიც უნდა იყოს“