ნიკა მელიას ნამდვილად შეუძლია კონკრეტული მიზიდულობის ცენტრის შექმნა და მას შეუძლია ბევრ ადამიანს გაესაუბროს, დაელაპარაკოს, დაარწმუნოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ნიკა ნამდვილად დიდი ღირებულების მატარებელი პოლიტიკოსია. მე ნიკასთან კომუნიკაცია არ გამიწყვეტია არცერთ ეტაპზე, როდესაც პარტიაში არჩევნები იყო, რომელსაც არანაირად არ მივესალმებოდი და ჩემი მოსაზრება მაქვს ამ არჩევნებზე. მე სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო დავტოვე პარტია რამდენიმე თვის წინ. ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად შეუძლია კონკრეტული მიზიდულობის ცენტრის შექმნა და მას შეუძლია ბევრ ადამიანს გაესაუბროს, დაელაპარაკოს, დაარწმუნოს და ეს არის მთავარი ღირებულება პოლიტიკოსის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.