გამოსავალი შეძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი - მიხეილ სააკაშვილმა პარტიაში თავმჯდომარის თანამდებობა უნდა გააუქმოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„გამოსავალი შეძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რაც მიხეილ სააკაშვილს ძალუძს რომ გაკეთება, და რა თქმა უნდა, მას შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიჯი ოდნავ მაინც გადაურჩინოს. პირველი - გააუქმოს თავმჯდომარის თანამდებობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სერიოზული პრობლემებია. მეორე - შეიქმნას საბჭო, რომელიც იქნება პარიტეტის პრინციპზე დაფუძნებული და დემოკრატიულად მიიღებს გადაწყვეტილებას. მესამე - იფიქრონ პოლიტსაბჭოს არჩევნებზე. ეს მიმაჩნია გამოსავლად“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.