ნიკა მელიას ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“, იმიტომ რომ პარტიაში არსებულმა პრობლემებმა ბევრ ადამიანს არ მოგვცა საშუალება, რომ საქმიანობა გაგვეგრძელებინა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მელია არ გამორიცხავს, რომ „სხვა პლატფორმიდან“ მოუწიოს ბრძოლა.

„მე ვერ გეტყვით როგორი იქნება ნიკას გადაწყვეტილება. პირადად მე თუ მკითხავთ, მე მას ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“, იმიტომ რომ იმ პრობლემებმა, რომელიც არის ამ პარტიაში, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ მოგვცა საშუალება, რომ ამ პარტიაში გაგვეგრძელებინა საქმიანობა. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური ფრონტის გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს და არა - დასუსტებას“, - განაცხადა დეკანოიძემ.