ადამიანი დააკავეს “მოლოტოვის” კოქტეილის სროლისთვის და მიუსაჯეს მამაზე ძალადობის ფაქტზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მხოლოდ კობახიძემ იცოდა - ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, მამის დაჭრის საქმეზე ლაზარე გრიგორიადისს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

"ჩვენი მართლმსაჯულება ეს არის: ადამიანი დააკავეს “მოლოტოვის” კოქტეილის სროლისთვის და მიუსაჯეს მამაზე ძალადობის ფაქტზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მხოლოდ კობახიძემ იცოდა. რა იდეალური კომბინაციაა ამ ფარცხალაძის სასამართლო/პროკურატურის ორღობისთვისაც კი." - წერს ხატია დეკანოიძე.