ნიკა გვარამია ციხიდან იმიტომ კი არ უნდა განთავისუფლდეს მხოლოდ, რომ ევრორეკომენდაცია შესრულდეს. ის უდანაშაულოა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წევრების აქციას:
"საერთაშორისო გამჭვირვალობას 160 - მდე კორუფციის საქმე აქვს შესწავლილი, სადაც ქართული ოცნების მაღალჩინოსნები არიან ჩართული. გამოძიება მათ წინააღმდეგ არ დაწყებულა. ნიკა გვარამია ციხიდან იმიტომ კი არ უნდა განთავისუფლდეს მხოლოდ, რომ ევრორეკომენდაცია შესრულდეს. ის უდანაშაულოა. ყველა დასაჭერი ვართ ამ აბსურდული ბრალდებით. სამწუხაროდ, დღეს, დედის ჯანმრთელობის გამო ვერ ვესწრები აქციას, მაგრამ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ - დატოვოს საქმე და გაანთავისუფლოს ნიკა. Nika Gvaramia