"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წევრები, ჟურნალისტები და აქტივისტები "მთავარი არხის" დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ.
მსვლელობა "მთავარი არხის" ოფისიდან დაიწყო და აქტივისტები ორბელიანების სასახლესთან მივლენ, რათა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდონ, შეიწყალოს ნიკა გვარამია.
"ეს აქცია რამდენიმე დღით ადრე იმართება, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ევროპაში, ბრიუსელში გაემგზავრება. სწორედ ამიტომ მივდივართ ჩვენ დღეს მასთან, რომ ვთხოვოთ, გადადგას ნაბიჯი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, ამაყად წარდგეს ჩვენი ევროპელი მეგობრების წინაშე და აჩვენოს და სათქმელი ჰქონდეს მათთან კიდევ ერთხელ, რომ ეს ქვეყანა ირჩევს ევროპულ განვითარებას, რომ ეს ქვეყანა ღირსია, იყოს ევროპული თანამეგობრობის წევრი და ამ ქვეყანაში პოლიტიკოსები და პირველ რიგში პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, მოქმედებენ ისე, როგორც ცივილიზებულ ევროპულ ქვეყნებში მოქმედებენ პოლიტიკოსები, ანუ აკეთებენ ყველაფერს რომ, მაგალითად, აღმოიფხვრას დანაშაულებრივი და პოლიტიზებული სასამართლოს გადაწყვეტილებები და დასრულდეს გამოხატვის თავისუფლების გამო მედია მენეჯერების პატიმრობა." - განაცხადა მთავარი არხის ტელეწამყვანმა, პაატა იაკობაშვილმა.