"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ. მან ხმა ქუთაისის 64-ე საარჩევნო უბანზე მისცა და, ხმის მიცემის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ძალიან იშვიათად გაქვს ჩვენ მსგავსი დღეები, როდესაც წყდება საქართველოს მომავალი და დღეს არის ზუსტად ის დღე, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოში მომავალი ათწლეულების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. საქართველოს მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანისთვის, მივიდნენ უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი ხმა,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.