ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული: - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

"1. მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. 

2. როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა  “არა ომს” წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!

პ. ს. თუ ახლა გამოხტებიან, ადმინისტრაციულიაო - კი ბატონო, უბრალოდ მერე თქვენი შეუღებავი ბანერები გექნებათ საძებნი 😉😂
ახლა ერთადერთი ის უნდა ინატრონ, იქნებ გაიწმინდოს, დასვრა გამოვიდეს და არა დაზიანებაო 😂😂- წერს მამუკა მდინარაძე "ფეისბუკში".