ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ ფასად აქვს გადაწყვეტილი, რომ ეს კანონპროექტი გაიტანოს. ამიტომ ვამბობ, რომ ყოველდღიური ბრძოლაა მოსაგები,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ ფასად აქვს გადაწყვეტილი, რომ ეს კანონპროექტი გაიტანოს. ამიტომ ვამბობ, რომ ყოველდღიური ბრძოლაა მოსაგები. რუსულ აბსურდში ჩატოპვას არავინ არ აპირებს. ახლა ჩვენ ყველამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. ახლა მთავარია, რომ ეს კანონპროექტი არ მიიღონ და მთავარია, რომ უახლოეს პერიოდში ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალოს ისე, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება.
ბიძინა ივანიშვილის გამო არავინ არ აპირებს დატაკებას. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არაფერი გვაქვს გასაყოფი. თანამოქალაქეები ვართ და რა უნდა გავიყოთ? ბიძინა ივანიშვილს კი ამ ქვეყნის პირად სეიფად გადაქცევის უფლებას არავინ მისცემს. 9 აპრილის ადგილას , საქართველოს პარლამენტის წინ არ არის რუსული ადგილი. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის ადგილი, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ადგილი. ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ გონს მოეგოს , რადგან მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“,- განაცხადა დეკანოიძემ.