ძვირფასო ფეხბურთელებო, ივანიშვილს თქვენი წარმატება არ უხარია. ერთი თვე დასჭირდა, რომ ამ ამბავს გამოხმაურებოდა, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ძვირფასო ფეხბურთელებო, ივანიშვილს თქვენი წარმატება არ უხარია. ერთი თვე დასჭირდა, რომ ამ ამბავს გამოხმაურებოდა. ამ ფულს გიხდით იმიტომ, რომ თქვენი ერთგულება იყიდოს. სხვა მიზანი ამ 30 მილიონს არ გააჩნია. ეს არის ყველაზე დიდი დამცირება, რაც შეიძლება აკადრო წარმატებულ, ქვეყნის პატრიოტ ადამიანს. ძალაუფლებაში დარჩენისთვის სჭირდება ნაკრებიც. თქვენ რაც გაქვთ - ხალხის სიყვარული, მას არასდროს ექნება. პ.ს. ჯგუფიდან თუ გავლენო, მანამდეც არაო" , - წერს ხატია დეკანოიძე.