არ მგონია, რომ ნიკა მელია ვინმესთან ინტეგრირდეს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„შემიძლია დავეყრდნო ნიკას საჯარო განცხადებას და შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ მისი განცხადებით, იგი აპირებს ცალკე პოლიტიკური პარტიის შექმნას. არ მგონია, რომ იგი ვინმესთან ინტეგრირდეს, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს და ნამდვილად ვფიქრობ, რომ სწორი ვარ ამ შემთხვევაში. მისი პოლიტიკური პარტია ექნება, როგორც თქვა რამდენიმეჯერ. რაც შეეხება მოკავშირეობას, ძალიან კარგად ვიცნობ მამუკა ხაზარაძეს და ოპოზიციურ ფლანგზე „ლელო“ მნიშვნელოვან მოკავშირედ მიმაჩნია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

 „ლელო-საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები