დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გიორგი გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ეს თანამშრომლობა რეგიონებში უკვე დიდი ხანია, გრძელდება.
„ეს თანამშრომლობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და რეგიონებში ჩვეულებრივად გრძელდება. ისინი ერთი სისტემის ნაწილები არიან სხვადასხვა სახით. ყველამ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს. გახარიას პარტიამ იცის, რომ ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს წინასაარჩევნოდ მათთვის და ცდილობს, როგორმე თავი აარიდოს იმ რეალობას, რა რეალობაც არის კონკრეტულ რაიონებში და რეგიონებში მათი თანამშრომლობის კუთხით“, - განაცხადა კახა კალაძემ.