გამიჭირდება საუბარი, რას ემსახურება ეს განცხადება, როგორ შეიძლება, პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან პარტიის ლიდერები? ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე და ჩვენი გასარჩევი, ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი პარტია, ვართ ქვეყნის ხელისუფლებაში, არის ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა, რომელსაც სჭირდება მოგვარება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მიმართულია, რომ შემდეგი წლების განმავლობაში იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც დღეს აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას, გაეცეს ღირსეული პასუხი კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით და გაკეთებული საქმეებით.
„გამიჭირდება შეფასებები გავაკეთო და გავარჩიო „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები. ერთი რამ ცხადია, რომ გუნდი არ არსებობს, ჩამოშლილია, დაშლილია. ახლა ცხადია, ხაბეიშვილი რომ გეყოლება პარტიის თავმჯდომარედ, ლიდერად, ყველაფერი ნათელია, ამიტომ, არ ვიცი, ვინ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვის რა თანამდებობა ექნება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს მათი პარტიული გასარჩევი საქმეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნა შესთავაზა.