თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი არის იმის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ევროპა და ევროპული ბიუროკრატია.

"მივესალმებით მის განცხადებებსაც, ეს არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ევროპა და ევროპული ბიუროკრატია. ეს ყველაფერი მალე დამთავრდება, მერწმუნეთ. მსოფლიოში საკმაოდ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს და ტრამპის ადმინისტრაციამ რა განცხადებებიც გააკეთა, თუნდაც "დიფ სტეითის" წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მიხაელ როთმა სოციალურ ქსელში დაწერა: როგორც იქნა, დავბრუნდი ქალაქში, თბილისი - ევროპის ნამდვილი დედაქალაქი 

მიხაელ როთი: საქართველოს სჭირდება ქმედებები - უნგრეთი და სლოვაკეთი არ უნდა გახდნენ საბაბი, რომ ევროკავშირმა არაფერი გააკეთოს