ხაზარაძე შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და ხელის ბიჭი იყო სააკაშვილის. რა, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი, თუ დაავიწყდა? - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ განაცხადა.
"დღეს ვიღაცებს რომ სურვილი აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს "ლელო", (პირობითად ვიძახი ) ახალი პარტია და ახალი სახეებია. ვინ არის ახალი სახეები? ხაზარაძეა ახალი სახე, თუ უსუფაშვილია ახალი სახე, თუ სამადაშვილია ახალი სახე? ეს რეალურად ერთი გუნდია, რომელსაც ერქვა "ნაციონალური მოძრაობა". ხაზარაძე შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და ხელის ბიჭი იყო სააკაშვილის. რა, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი, თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს შენ და შენი კონკრეტული ბანკის წარმომადგენლები. ძალიან კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი და თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით" - განაცხადა კახა კალაძემ.