თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს და ბევრი აქვს სამუშაო.
ამის შესახებ კალაძემ გახარიას მიერ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
„გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. მას ძალიან ბევრი აქვს ჯერ კიდევ სამუშაო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე - უღალატა თუ არა გახარიამ გუნდს, თბილისის მერი უპასუხა:
„რა თქმა უნდა, ეს ღალატია, როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, საზოგადოებამ შეაფასა ეს ყველაფერი და არჩევნებზე ყველას გასცა შესაბამისი პასუხი. ასე იქნება მომავალშიც. საქართველოში არ უყვართ მოღალატეები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ განაცხადა: ბიძინა ივანიშვილი კარგია, რომ გამოჩნდა, კარგია, ბევრი რამ აღიარა, იმედია, ისევ არ დაიმალება