„ნებისმიერ კომპანიას, მათ შორის, რუსულსაც, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია, შემოვიდეს ქვეყანაში და აწარმოოს ბიზნესი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს რუსული ბიზნესკომპანიების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ეს მორიგი სპეკულაციები გახლავთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვუერთდებით სანქციებს და ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ. საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის, ასევე, ბიზნესისთვის. ნებისმიერ ადამიანს, კომპანიას, მათ შორის, რუსულ კომპანიას, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია, შემოვიდეს ქვეყანაში, აწარმოოს ბიზნესი, დაასაქმოს ადამიანები, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით. აქვე, თქვენ რომ სამართლიანი იყოთ, მე გაგახსენებთ, რომ წლების წინ ქვეყანაში სტრატეგიული ობიექტები გასხვისებული იქნა რუსულ კომპანიებზე, არა მხოლოდ ჩვეულებრივ კომპანიებზე, არამედ სახელმწიფო რუსულ კომპანიებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.