თბილისის მერი მედიასთან ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევის ფაქტს ეხმაურება.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე შემჩნეული ადამიანები არიან ფაშისტები, რომელთაც 26 ოქტომბერს მოსახლეობის უმრავლესობა შესაბამის პასუხს გასცემს.
„ეს ადამიანები ისევ წარსულში არიან ჩარჩენილები. დღეს განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს, თუ არ რცხვენიათ და თუ ხალხი მათ მიიღებს, შეუძლიათ გავიდნენ, მოქალაქეებს მოუყვნენ თავიანთ ხედვებზე. სამწუხაროდ, მათ არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი. ერთადერთი რაზედაც არიან გადასულები, სხვას ხელი შეუშალონ. რას გიშლის პლაკატი რომ მიდიხარ და ხევ? ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან. ფაშისტებს 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.