ადამიანების წამებით დაწყებული ქართული მიწების ჩაბარებით გაგრძელებული ყველა უბედურებაში მონაწილეობა აქვს მიღებული ამ ვირთხას. ყველა უნდა იცნობდეს ეკლესიის მტრებს! - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთერთი ლიდერი ირმა ინაშვილი გიორგი კანდელაკის მისამართით წერს, რომელმაც სოციალურ ქსელში შობის დღესასწაულამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში სამების ტაძრიდან ვიდეო კადრები გაავრცელა:
@подписчики ვერ იცანით? ეს გიორგი კანდელაკია, აღშფოთებული წმინდა მატრონას ხატის ხილვით... რომელსაც მზაკვრულად და კონტექსტიდან მოწყვეტით "სტალინის ხატად" წარმოაჩენდა. ეს ის გიორგი კანდელაკია, რომელიც ბოლო 20 წელია გვარიანად გამოიწრთო დედაეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ ბოროტ საქმეში 20-იანი წლების ბოლშევიკების სულისკვეთების გამგრძელებელია. ამას რომ საშუალება მიცე, ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა მღვდელს წვერს გაგკრეჭდა და სამოსს გახდიდა. ეს არარაობა არც ქართველია და ვერც ამერიკელი გახდა, სრული სულიერი სიცარიელის, სიბნელის, უმეცრებისა და ვერაგობის მაგალითია. ეს არარაობა ისე მსჯელობს მართლმადიდებლობასა და ხატწერის სტანდარტებზე, თითქოს მრევლის ნაწილი, ეკლესიის წევრი, მაზიარებელი და აღმსარებელი იყოს. პირიქით, ეკლესიის მტერი და მოძულეა. მრავალი ბოროტი საქმით დაგვამახსოვრა თავი. იგივე არარაობა, რომელსაც თურმე მატრონას ხატი აღაშფოთებს, 2003-2012 წლებში ჩვენს ქვეყანაში ყველა ბოროტების მხარდამჭერი და ორგანიზატორი იყო. ადამიანების წამებით დაწყებული ქართული მიწების ჩაბარებით გაგრძელებული ყველა უბედურებაში მონაწილეობა აქვს მიღებული ამ ვირთხას. ყველა უნდა იცნობდეს ეკლესიის მტრებს! - წერს ირმა ინაშვილი.
შეგახსენებთ: 6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი თქმით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, გიორგი კანდელაკმაც. მოგვიანებით, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა: ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა განაცხადეს, რომ რუსი წმინდანის ხატი სამების ტაძარს მათ შესწირეს.