კარგით რაა, ბატონო რომან  ძალიან მკაცრი ხართ! ხედავთ რამხელა განსხვავებაა ჩვენი ხელისუფლებების დროს სასამართლო სისტემებს შორის?!  ახლა მოსამართლე მღერის, ლექსს კითხულობს და ადამიანია და ეს არ მოგწონთ… აბა, თქვენს დროს …. არც მინდა გახსენება … მშვიდობიანი დღე, რომან ბატონო - ასე ეპასუხება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომან გოცირიძეს, რომელმაც სოციალურ ქსელში მკაცრად გააკრიტიკა მოსამართელლსბის გუშინდელი წვეულების შემდეგ ტელევიზიით გავრცელებული კადრები და კომენტარები.

"საქართველოს სასამართლო სისტემა მთლიანად უნდა დაინგრეს და ნულიდან აშენდეს. სასამართლო კლანის გუშინდელი ქეიფი, ტელეკამერების წინ ნასვამი ადამიანების მოურიდებელი მტლაშა-მტლუში, ღნავილი და თვალცრემლიანი პოეზია იყო უკიდურესი სიგოიმე და უკულტურობა და თავგასულობა. ესენი წყვეტენ ადამიანების ბედს?!კატასტროფა! " - დაწერა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში.