საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა „ქრონიკასთან“ ჩართვაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას გამოეხმაურა. ზარქუას თქმით, ლევან ხაბეიშვილი ამისკენ სულ მიისწრაფოდა და ოცნება აუხდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა კარგად გაიაზრეს კიდევ ერთხელ, რომ ეს არის ვიწროპარტიული ინტერესები, რომელსაც არ აინტერესებს არც საქართველოს ინტერესები, არც მოსახლეობის, არც მათი მხარდამჭერების. ამიტომაც აი 21 ათასმა ასეთი მრავალრიცხოვანი პარტიის თავმჯდომარედ აირჩია ჩემი „ხაბე“. სააკაშვილის ჩამოსვლამ ვერ მისცა [პარტიას] ახალი მუხტი და თქვენ გგონიათ ჩემი „ხაბე“ ამას იზამს? ეს ხომ აბსურდია. ვიღაცებს ეგონათ, რომ ეს იყო ახალი „ნაციონალური მოძრაობა“. აი, ახალგაზრდები მოიყვანეს, ახალ პლატფორმაზე დგას და დასრულდა ერთმანეთის ჩაწერა, შანტაჟი, ცემა-ტყეპა, თურმე პირიქით, ჩემი „ხაბე“ ეყდრდნობა მერაბიშვილს და კეზერაშვილს და მათი წარმომადგენელია თურმე განახლებულ პარტიაში“, - აცხადებს ზარქუა.