„ნაცებმა“ თავისი 100-კაციანი ლაშქარი რამდენიმე ფრონტად დაყვეს. ჩვენ ვნახეთ ის სამარცხვინო ქმედებები. რა უნდა ვთქვათ, რა დავამატოთ?! ერთმანეთს მოღალატეები ეძახეს, მერე ერთმა მეორის ვიღაც გადაიბირა, მერე ეს გაბრაზდა რატომ წაიყვანეო და რაღაც მარაზმი ხდებოდა გუშინ, მეტი არაფერი. კიდევ ერთხელ ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ ის პატიმარიც არ აინტერესებთ." - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ეს იყო ჩვეულებრივი ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ სკამისთვის. რატომ? იმიტომ, რომ კეზერაშვილის ფულები გადაინაწილოს იმან, ვინც ამ ტროფეის მოიპოვებს და გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. უბრალოდ უნდა უყუროთ, ეს არის მათი წინასაარჩევნო ქმედებები. როგორ დასდევენ ერთმანეთს, ლანძღავენ. თითქოს, ერთ საქმეს ემსახურებიან, რომ ჰკითხოთ მაგრამ, რეალურად ხომ ვხვდებით, რასაც აკეთებენ. უბრალოდ საღამოს უნდა ჩართო „შაბათის შოუ“ თუ რაღაც გასართობი და ჯერ ერთის განცხადება მოისმინო, მერე მეორის და ა.შ. რა უნდა ქნა, აგონიაში არიან. ეს არის პარტია, ყოველთვის ასე იყო, მათი კონკრეტული ვიწრო პარტიის ინტერესებისთვის მებრძოლი“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.