"რა ვქნა, "ბულკებს" მეც ვჭამდი ბავშვობაში, მიყვარდა. თაკო ჩარკვიანის განცხადებები რას ემსახურება, არ ვიცი,- ამის შესახებ პარტია”ლელო საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
"ვიცით ის, რომ "ლელოს" აქვს საკუთარი გეგმა, სხვა არასაჭირო, გაუგებარი პოლიტიკური მოძრაობები, არ არის ჩვენთვის საინტერესო,"- განაცხადა ირაკლი კუპრაძე.
ცნობისთვის, მე- 10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ლელოს" ლიდერს მამუკა ხაზარაძეს და თბილისის საკრებულოს წევრს, პარტია "ლელოდან" საბა ბუაძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხაზარაძე ე.წ. ფეიკტიპა, ხოლო ბუაძე ფუნთუშებზე გაზრდილია, რომელიც პოლიტიკოსი ვერ იქნება.
თაკო ჩარკვანი: ფუნთუშებზე გაზრდილ საბა ბუაძეს საერთოდ არ მივიჩნევ პოლიტიკოსად - ფუნთუშებზე ვერ კეთდება პოლიტიკა