თუ ვიზა აქვს გრიგოლ ლილუაშვილს, მე პირადად დავუფინანსებ მგზავრობას აშშ-ში და ვნახოთ, სანქცირებულია თუ არა, - ამის შესახებ „ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, სადაც ის აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვებზე ამბობს: „ვიზაც პასპორტში მაქვს და არც შეტყობინება მიმიღია, არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა - თუ არ შემიშვებენ, ძალიან ცუდი ტონი იქნება“.
„გრიგოლ ლილუაშვილი, მიუხედავად იმისა რომ მას ეშინია სანქციების, იქნება სანქცირებული, თუ უკვე არაა. ჩემი აზრით, ის უკვე სანქცირებულია, ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
აი თუ ვიზა აქვს გრიგოლ ლილუაშვილს, მე პირადად დავუფინანსებ მგზავრობას აშშ-ში, გაფრინდეს და ვნახოთ, სანქცირებულია თუ არა. ის უბრალოდ ცდილობს, რომ პოლიტიკურად გადარჩეს",- განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ირაკლი კუპრაძემ.