საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას ორშაბათს მიაწვდის.
მისი თქმით, ეს დღეები საკმაოდ დატვირთული ექნება, მათ შორის, აპირებს, უშუალოდ მიიღოს ინფორმაცია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.
„როგორც დაგპირდით, ორი-სამი დღე დამჭირდება. ორშაბათს დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ ყველაფერთან დაკავშირებით. მანამდე დაგვჭირდება გარკვეული კონსულტაციები. ეს რამდენიმე დღე იქნება საკმაოდ დატვირთული. მათ შორის, მინდა, უშუალოდ მივიღო ინფორმაცია სტიქიასთან, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. დატვირთული დღეები იქნება, ორშაბათამდე ყველაფერში გავერკვევი, მათ შორის საკადრო საკითხებში და ორშაბათს გაგიზიარებთ სრულ ინფორმაციას.
ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი – კონკრეტულად ეს ორი ადამიანი ღირებული კადრია, ისინი არიან პროფესიონალები. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე გადაწყვეტილება გადაიხედება. ირაკლი სესიაშვილიც ძალიან ღირებული კადრია. რაც შეეხება სხვა საკადრო საკითხებს, დამჭირდება ჩახედვა და ამის შემდეგ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.