თანამედროვე განათლების აკადემიის (Contemporary Education Academy CEA) ინფორმაციით, XII კლასის მოსწავლე, მზეო-მარიამ გორგაძე ევროპის 11 საუკეთესო უნივერსიტეტში ერთდროულად ჩაირიცხა.
აღსანიშნავია, რომ იგი, დამატებით არცერთ საგანში მომზადებულა - ეს არის მისი მრავალწლიანი შრომის, ნიჭისა და სკოლის მასწავლებლების მიერ გაწეული მუშაობის საუკეთესო დასტური.
ამ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თანამედროვე განათლების აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელს, გიორგი კვიკვინიას, რომელიც მზეო-მარიამს უნივერსიტეტების შერჩევისა და აპლიკაციების შევსების პროცესში დაეხმარა, ასევე, მაღალპროფესიულად მოამზადა ინგლისური ენის გამოცდისა და საერთაშორისო გასაუბრებებისთვის.
🌍 უნივერსიტეტები, სადაც მზეო-მარიამმა სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა:
• 🇧🇪 KU Leuven (ბელგია);
• 🇫🇷 SKEMA Business School (საფრანგეთი);
• 🇫🇷 Emlyon Business School (საფრანგეთი);
• 🇭🇺 University of Pécs (უნგრეთი);
• 🇨🇿 Masaryk University (ჩეხეთი);
• 🇪🇸 IE University (ესპანეთი);
• 🇪🇸 Esade (ესპანეთი);
• 🇱🇹 Vilnius University (ლიტვა);
• 🇩🇪 Constructor University (გერმანია);
• 🇮🇹 John Cabot University (იტალია);
• 🇦🇹 Modul University Vienna (ავსტრია).
მის მიერ მოპოვებული საუნივერსიტეტო გრანტების ჯამური ოდენობა, დაახლოებით, 250 000 ლარს შეადგენს.
მზეო-მარიამმა არჩევანი უკვე გააკეთა - იგი სწავლას ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში, მსოფლიოს Top 40 უნივერსიტეტს შორის არსებულ, 600-წლიანი ისტორიის მქონე KU Leuven-ის ბიზნესადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს.
~ვულოცავთ მზეო-მარიამს და წარმატებებს ვუსურვებთ საგანმანათლებლო გზაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ იგი საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ გამარჯვებას მოიპოვებს. - წერს თანამედროვე განათლების აკადემია.








