არასდროს, აღარასდროს მოვაწერთ ხელს 19 აპრილის მსგავს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. არავითარი მედიაციით, არავის ჩართულობით ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს გაირკვა რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს „თურმე, 19 აპრილის შეთანხმება არ მოსწონთ“.
„დღეს გაირკვა, რომ, თურმე, არ მოგწონთ 19 აპრილის შეთანხმება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არასდროს, აღარასდროს არ მოვაწერთ ხელს მსგავს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. არავითარი მედიაციით, არავის ჩართულობით ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.