"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომ განმტკიცებაში და აქედან გამომდინარე, მე ამ კანონს ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩემი მზაობა, დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში. ნებისმიერ სუბიექტს მოვუწოდებ, იქნებიან ეს დიპლომატები, უცხოელი პოლიტიკოსები, ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსები, ახალგაზრდები თუ ნებისმიერი სხვა, ყველას მოვუწოდებ, ერთად დავსხდეთ, გავმართოთ საჯარო დისკუსია საზოგადოების თვალწინ, პირდაპირ ეთერში, ეს არის ჩემი მოწოდება. სამწუხაროდ, ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას, რადგან გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. შეუძლებელია უბრალოდ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გქონდეს რაიმე ნეგატიური ობიექტური შეფასება, ამიტომ გაურბიან ისინი საჯარო დისკუსიას ამ თემასთან დაკავშირებით.
ერთი რამ მინდა, ვთქვა მკაფიოდ, ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი კანონი, ხაზგასმით უნდა ითქვას, ეს არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რაც უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომ განმტკიცებაში და აქედან გამომდინარე, მე ამ კანონს ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას. ეს კანონი არის რეალურად სუვერენიტეტის კონსტიტუცია, ამიტომ არ მოსწონთ ვიღაც-ვიღაცებს ეს კანონი, ვიღაცებს არ სურთ, რომ იხილონ საქართველო უფრო მეტად ძლიერი, უფრო მეტად სუვერენული, თუმცა ეს არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი. ამიტომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ იმ კანონს, რასაც ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 2024 წლის 4 ივნისიდან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ძალაში შედის. 3 ივნისს კანონს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი გუშინ მოაწერა.