„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ უკვე ოფიციალურად აღიარა, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ პარტიული დანამატი, აქედან გამომდინარე, მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სამარცხვინო სპეკულაცია არ შეიძლება, იყოს კომენტარის საგანი.

„რა შუაშია ალეკო ელისაშვილის პატიმრობა და რუსეთი, რა შუაშია ბარამიძის პატიმრობა, მისი სრულიად სამარცხვინო და არალეგიტიმური განცხადებების გამო და რუსეთი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ უკვე ოფიციალურად აღიარა, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ პარტიული დანამატი. აქედან გამომდინარე, მათ ასეთ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.