რეალურად, როდესაც გივი თარგამაძე უპირისპირდება პოლიციელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამით აჩვენებს „ნაცმოძრაობის“ სახეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გივი თარგამაძის პოსტთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ის ქართველ პოლიციელებს შეურაცხყაფას აყენებს.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ პრინციპულად დაპირისპირებულია ყველაფერთან, რაც არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, ქვეყანასთან, სამშობლოსთან.

„ეს არის უბრალოდ მორიგი გამოვლინება, ისინი სახეს კარგავენ ხოლმე, ავლენენ ბოლომდე საკუთარ თავს ასეთი განცხადებებით, რაც არავის უკვირს, თავისი არსით „ნაცმოძრაობა“, მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, რაც ვლინდება მათ პროვოკაციებში და ეს ვლინდება მათ განცხადებებშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თქვენი შეწყალებაც რომ შედგეს ოდესღაც, პატიება არ იქნება. არასდროს. მუცლითმხოხავო ჭუჭყებო - შუბლი მიწას უხახუნეთ, არ ამოგეხედებათ არასდროს - ასე მიმართავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე მყოფ სამართალდამცველებს.